რატომ ტენტორიუმი?

ფუტკრის პროდუქცია

ტენტორიუმი ფუტკრის პროდუქტების ყველაზე დიდი ქარხნულად მწარმოებელი აპიფიტოკომპანიაა. თავის წარმოებაში გამოიყენებს მეფუტკრეობის ყველა პროდუქტს:თაფლს, პროპოლისს, ყვავილის მტვერს, ჭეოს, ფუტკრის რძეს, ფუტკრის შხამს და ცვილს. ქმნის უნიკალურ გამაჯანსაღებელ აპიფიტოპროდუქტებს, სადაც ფუტკრის პროდუქტებს სამკურნალო მცენარეებით ამდიდრებს.
აპიფიტოპროდუქტი ფუტკრის (apis-ფუტკარი) პროდუქტების და სამკურნალო მცენარეებისგან (phito-ფიტო) მიღებული გამაჯანსაღებელი პროდუქტია. ადამიანის ორგანიზმი ფუტკრის პროდუქტებს დანაკარგების გარეშე, მთლიანად ითვისებს. ხოლო სამკურნალო მცენარეები უზრუნველყოფენ მათ ტრანსპორტირებას შესაბამის ორგანოში.
ტენტორიუმის პროდუქცია არის ნატურალური, არ შეიცავს კონსერვანტებს და ქიმიურ დანამატებს. პროდუქცია დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით, ცივი, კრიოგენული მეთოდით, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა პროდუქტში ბუნებრივად შენარჩუნებული იქნეს ფუტკრის პროდუქტებში შემავალი ფერმენტები, ამინომჟავები, მთელი ვიტამინური კომპლექსი და მიკროელემენტები. ამ პროდუქტების მიღება შესაძლებელია მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ტენტორიუმის პროდუქცია არ არის ფარმაცევტული პრეპარატი და ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბადი), არამედ საკვები პროდუქტია, მკვეთრად გამოხატული გამაჯანსაღებელი ეფექტით.
ტენტორიუმის პროდუქციას არა აქვს უკუჩვენება, გარდა თაფლის აუტანლობისა. არ აქვს გვერდითი მოვლენები, არის ჰიპოალერგიული, არ აზიანებს ღვიძლს. პირიქით, ნებისმიერი დრაჟე ან თაფლის კომპოზიცია არის საუკეთესო ჰეპატოპროტექტორი. პროდუქცია შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერ ფარმაცევტულ პრეპარატთან და მედიკამენტთან ერთად. აპიფიტოპროდუქტები აძლიერებენ მედიკამენტების და სხვა სამკურნალო საშუალებების სამკურნალო თვისებებს და არბილებენ მათ გვერდით მოვლენებს.
ტენტორიუმი მომხმარებელს პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს ჯანმრთელობისა და სილამაზის ხაზით. აპიფიტოპროდუქტების დიდი ნაწილი საკვები დრაჟეებია. აგრეთვე, აწარმოებს თაფლის კომპოზიციებს, ბიობალზამებს, სამკურნალო კრემებს. აქვს კოსმეტიკური ხაზი, პირის ღრუს მოვლისა და ჰიგიენური საშუალებები.
ტენტორიუმის ნატურალური აპიფიტოპროდუქცია ადამიანს უნარჩუნებს ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობას, აქვს საერთო გამაჯანსაღებელი მოქმედება, მობილიზაციას უკეთებს ორგანიზმის რესურსებს, არეგულირებს სიცოცხლის რიტმს, აფერხებს დაბერების პროცესებს, უზრუნველყოფს აქტიურ ხანგრძლივ სიცოცხლეს. 

 
We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Change preferences Accept all
Cookies